წმინდანი
წმინდანი
წმინდა ნინოს მიცვალება
მალე გარდავიცვლებიო, რომ იგრძნო წმინდა ნინომ, მირიანს წერილი მისწერა, - მთავარეპისკოპოსი გამომიგზავნეო. დედოფალმა სუჯიმ მხედრები წამოიყოლა და მცხეთაში წერილი თვითონ წამოიღო. ქალაქს ფეხშიშველი მოადგა. არაგვი ბობოქრობდა, სუჯის მხედრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მდინარე ვერ გადალახეს. მეორე ნაპირს მცხეთელები მოსდგომოდნენ და მხედართა წვალებას შესცქეროდნენ.

დედოფალმა ილოცა, ამხედრდა და ცხენი არაგვში შეაგდო. წყალი უეცრად ორად გაიპო, მდინარე გაწყდა, ტალღები შეჩერდა - სუჯი მეორე ნაპირზე თავისუფლად გავიდა. სვეტიცხოველში ილოცა, შემდეგ მირიან მეფეს ეახლა და წმინდა ნინოს წერილი გადასცა.

მეფე და დედოფალი უამრავ ხალხთან ერთად ბოდბეს გაეშურნენ.

ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმინდა ნინო გარდაცვალების წინ აზიარა.

KARIBCHEმთელი ერი შეიკრიბა მისი წმინდა სხეულის თაყვანსაცემად. მირიანმა ძლივს დააცხრო ხალხი, რომელიც ერთმანეთს თელავდა, მის ღვაწლით შემოსილ გვამს რომ შეხებოდა. მეფემ წმინდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი. მირიანი მიხვდა, რომ უფლის ნებით ბოდბე იყო წმინდა ნინოს განსასვენებელი ადგილი და იქვე დაკრძალა დიდებით. ოცდაათი დღის განმავლობაში ნინოს საფლავთან დარჩნენ მეფე და დედოფალი და ერის დაობლებას იგლოვდნენ. წმინდანის საფლავზე მეფემ მშვენიერი ტაძარი ააგო და საეპისკოპოსოდ განაჩინა. წმინდა ნინოს საფლავთან დღემდე ურიცხვი სასწაული აღესრულება.
ბეჭდვა
1კ1