ეპისკოპოსის კვერთხი
ეპისკოპოსის კვერთხი
ეპისკოპოსებს ხელთ უპყრიათ კვერთხი. მღვდელმთავარი კვერთხით სიმბოლურად მწყემსს გამოხატავს, ვინაიდან ისე ზრუნავს თავის სამწყსოზე, როგორც მწყემსი - ფარაზე. სახარებაში თავად მაცხოვარი ამბობს: "მე ვარ მწყემსი კეთილი".

კვერთხი ორნაირია. განსხვავებული და გამშვენებულია სამღვდელმთავრო კვერთხი, რომელიც ღვთისმსახურებისას ეპისკოპოსს ხელთ უპყრია. ეკლესიის გარეთ მღვდელმთავარი უფრო სადა კვერთხს ატარებს.

სამღვდელმთავრო კვერთხს აქვს ღუზის ფორმის მსგავსი თავი, რომელსაც ჯვარი აგვირგვინებს. ღუზა სიმბოლურად მორწმუნეთა გადარჩენასა და სარწმუნოების მტრების განდევნას ნიშნავს. ხოლო ჯვარი - ქრისტეს რწმენისა და გადარჩენის სიმბოლოა.

ბეჭდვა
1კ1