ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
მოცეკვავეები ამბავს გვიყვებიან
ჩემო საყვარელო, იცი, რა არის ბალეტი? ალბათ, იცი, მაგრამ მოდი, მე უფრო დაწვრილებით მოგითხრობ, კარგი?

ბალეტი ისეთ ცეკვას ჰქვია, რომლითაც მოცეკვავეები რაიმე ამბავს გვიყვებიან. თურმე ბალეტის მარტივი ფორმა ორასი წლის წინათ იტალიისა და საფრანგეთის სამეფო კარზე შეიქმნა. ბალეტის ისტორია კი ასე დაიწყო: XV საუკუნის იტალიაში ერთმა თავადაზნაურმა დაიქირავა მოცეკვავეები, რომლებსაც ძვირადღირებული სანახაობით უნდა მოეხიბლათ საპატიო სტუმრები. ამგვარი წარმოდგენა ცეკვასთან ერთად ტექსტებსა და სიმღერებსაც შეიცავდა. მასში სამეფო კარზე მოღვაწე მოცეკვავე ქალი და მამაკაცი მონაწილეობდნენ. მას შემდეგ, რაც იტალიელმა დიდგვაროვანმა ქალბატონმა ეკატერინე მედიჩიმ საფრანგეთის მეფეზე იქორწინა, სამეფო კარის ბალეტის გამართვა საფრანგეთშიც დაიწყეს.

1643 წელს საფრანგეთის ტახტზე ლუი XIV ავიდა. მისი მეფობისას სამეფო კარის ბალეტი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მეფე არა მხოლოდ ეხმარებოდა ხელოვნების ამ დარგის განვითარებას, არამედ თვითონაც მონაწილეობდა წარმოდგენებში. მას ძალიან უყვარდა ბალეტი და ცეკვავდა მანამ, სანამ სიმსუქნემ არ შეუშალა ხელი. თურმე ლუის მეტსახელად "მეფე-მზეს" ეძახდნენ, რადგან ერთ-ერთ ბალეტში მზის პარტია იცეკვა. ლუი XIV-ს დაუარსებია ცეკვის სამეფო აკადემია, სადაც ბალეტის ცეკვის ტექნიკას ასწავლიდნენ.

ჩემო პატარა, ბალეტი საკმაოდ რთული ცეკვაა, მას ბევრი შრომა და ვარჯიში სჭირდება. აბა, წარმოიდგინე, მოცეკვავეები გამუდმებით ცერებზე ცეკვავენ, ეს კი არცთუ ისე ადვილია.

ოპერაც ბალეტივით იტალიაში აღმოცენდა. ოპერაში მსახიობები კი არ ლაპარაკობენ, არამედ მღერიან. საოპერო წარმოდგენებში ყოველთვის არის ორკესტრი, ფერადოვანი კოსტიუმები და დეკორაციები.
ბეჭდვა
1კ1