მოწამეთა
მოწამეთა
თავდაპირველად აქ მცირე ზომის ეკლესია მდგარა, სადაც VIII საუკუნეში მურვან ყრუს მიერ ნაწამები არგვეთის მთავრების, დავითისა და კონსტანტინეს ნეშტები ესვენა. X საუკუნეში ბაგრატ III-მ ტაძარი განაახლა და გააფართოვა. თანამედროვე სახე კი მონასტერმა XIX საუკუნეში მიიღო.

XX საუკუნეში, კომუნისტური მმართველობისას, ქუთაისის მაზრის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა დავითისა და კონსტანტინეს უარყოფა. მათი ნეშტები საფლავიდან ამოიღეს და ქალაქის შუა მოედანზე გაიტანეს, სადაც რამდენიმე დღე ეყარა, შემდეგ ისინი მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცეს. მაშინდელმა საქართველოს პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძემ) ხელისუფლებას წმინდანთა ნაწილების მონატერში დაბრუნება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

KARIBCHE1950-იან წლებში მთავრობას თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე). წმინდანთა ნაწილების დაბრუნებაზე უარი არ უთქვამთ. ასე დაუბრუნდა საუკუნო ადგილსამყოფელს წამებულთა ნეშტები.

მოწამეთა მონასტერი დღესაც მოქმედია და იქ ღვთისმსახურება აღევლინება.


ბეჭდვა
1კ1