ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
როდის შეიქმნა პირველი ბანკი
ჩემო პატარა მკითხველო, ალბათ იცი, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი ბანკია. ბანკი ის ადგილია, სადაც ადამიანები ფულს ინახავენ. დარწმუნებული ვარ, გაინტერესებს, როდის, როგორ და რატომ შეიქმნა პირველი ბანკი. ჰოდა, ახლა სწორედ მაგის მოყოლას ვაპირებ.

შუა საუკუნეების ევროპაში არა მარტო იმპერატორები და მეფეები, ბევრი თავადი და ეპისკოპოსიც კი საკუთარ ფულს უშვებდა. ამიტომ ფულის გამოცნობა, მისი ღირსების შეფასება და გადაცვლა საკმაოდ ძნელი საქმე იყო. მაგრამ არსებობდნენ ამ საქმეში დახელოვნებული ადამიანები. ისინი მოგზაურობდნენ და ხალხს ფულს უცვლიდნენ. ფულის შესანახად თან ფულის პატარა სათავსები - კიოსკები დაჰქონდათ. ასეთ სათავსებს იტალიაში ,,ბანკას" ეძახდნენ.

ფულის გადამცვლელებს თურმე ხშირად ავაზაკები ესხმოდნენ თავს, ძარცვავდნენ და ბანკებს უმსხვრევდნენ. დამსხვრეულ კიოსკს იტალიურად "ბანკა როტა" ეწოდებოდა. აქედან წარმოდგება სიტყვა "ბანკროტი", რაც უქონებოს, გაკოტრებულს, გაღატაკებულს ნიშნავს.

სიტყვა ბანკამ თანდათან სახე და შინაარსი შეიცვალა და ახლა "ბანკი" ძალზე ფართო მნიშვნელობის სიტყვად იქცა. დღეს ადამიანები ბანკებში ფულს არა მარტო ინახავენ, არამედ დროებით თხოულობენ კიდეც.

ბეჭდვა
1კ1