ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
"არა შეჯდა მწყერი ხესა"
ჩემო საყვარელო მკითხველო, დღეს მწყერზე უნდა მოგიყვე.
მწყერი ჩიტზე მოზრდილი ფრინველია, ჩიტის ფერია და მუდამ ბალახში ცხოვრობს, ხეზე არასდროს შეჯდება. ამიტომაც უთქვამთ ანდაზა: ,,არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი".

ამ ფრინველს საქართველოში მხოლოდ გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომის დამდეგს თუ ვნახავთ, ზამთარში კი უჩინარდება. ალბათ, გაინტერესებს, სად ემალება ყინვას. სად და სამხრეთის თბილ ქვეყანაში. ახლა კი, ალბათ, მკითხავ, რატომ ვერ ვამჩნევთ, როცა მწყრები სამხრეთისკენ მიფრინავენ, წეროების გადაფრენა ხომ ყველას გვინახავსო. გიპასუხებ, ჩემო პატარა: იმიტომ, რომ მწყრები თბილი ქვეყნებისკენ ღამით მიფრინავენ, ხოლო როდესაც თავზე დაათენდებათ, ბალახებში ჩაიმალებიან, დაისვენებენ, დაბინდებისას კი ისევ აფრინდებიან და გზას განაგრძობენ. ვიცი, ახლა იმას მკითხავ, ღამით რაღატომ მიფრინავენო. ამაზეც გიპასუხებ: საბრალო მწყრებს დღისით ალალის, ქორის და სხვა მტაცებელი ფრინველების ეშინიათ, რომლებიც მათ საშინლად ემტერებიან.

აპრილში, როცა დათბება, მწყრები კვლავ საქართველოს ეწვევიან. ამ დროს ისე მჭლედ და სუსტად არიან, ხეირიანად ფრენაც არ შეუძლიათ. თუ ჩამოსვლის შემდეგ სიცივე დაუდგებათ, ისე სუსტდებიან და რეტიანდებიან, რომ სოფლის ბიჭები მინდორში ხელით იჭერენ.

KARIBCHEივლისში ბუდეს იკეთებენ, კვერცხებს დებენ და ბარტყებს ჩეკენ. მწყრის კვერცხი ქათმის კვერცხივით გემრიელი ყოფილა. ამიტომ პატარა ბიჭები და ზოგჯერ დიდებიც ხშირად კვერცხებს ბუდიდან აცლიან და ბარტყების გამოჩეკას უშლიან.

ჩემო პატარა, მწყერს ფეტვი ჰყვარებია და ძალიანაც ასუქებს. აგვისტოში, როცა ფეტვი ხმება, მწყერი ისეთი მსუქანია, ფრენაც კი უჭირს. ამ დროს მინდორში დიდებიც დამწყერაობენ (ნადირობენ) და პატარა ბიჭებისგან ხომ საბრალო მწყრებს მოსვენება აღარ აქვთ!

აცივდება თუ არა, მწყრები მაშინვე თბილი ქვეყნებისკენ გაეშურებიან, იქ გამოიზამთრებენ და უკან გვიბრუნდებიან.


ბეჭდვა
1კ1