ბერები
ბერები
მოხუცებულ მარტყოფელებს ეს ანგელოზივით ადამიანები დღემდე ახსოვთ
ყოფილხარ ოდესმე სოფელ მარტყოფში? იქ ერთ-ერთი ასურელი მამის, წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის უძველესი მამათა მონასტერია. ეს ამბავიც მარტყოფში მოხდა:

მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, როდესაც კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს, მარტყოფის მონასტერში წმინდა ადამიანები, არქიმანდრიტები გერმანე იაშვილი და ხარლამპე ხომასურიძე მოღვაწეობდნენ. მოხუცებულ მარტყოფელებს ეს ანგელოზივით ადამიანები დღემდე ახსოვთ. ხალხს იმდენად დიდი კრძალვა ჰქონდა მათი, რომ როდესაც სოფლის ქუჩებში გამოჩნდებოდნენ, დედები შვილების ტანსაცმელს გამოიტანდნენ და დაფენდნენ ხოლმე, - იქნებ მამა ხარლამპეს და მამა გერმანეს ჩრდილი მაინც მოხვდეს და იკურთხოსო... წარმოგიდგენია, რამხელა მადლი უნდა ჰქონოდათ ამ მამებს? უბრალო ადამიანებს კი, რომლებსა ღვთის სახელის ხსენებასაც კი უკრძალავდნენ, რამხელა რწმენა ჰქონდათ!


...იცით, მამაომ დამლოცა, მამაომ დამლოცა!..
ახლა მეორე ამბავსაც გეტყვი: მამა გაბრიელის შესახებ ხომ გსმენია? ალბათ, მცხეთას, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მისი საფლავიც მოგილოცავს. მას იმხელა მადლი ჰქონდა, რომ ადამიანთა გულებს ხედავდა და მათი ფიქრის დანახვაც შეეძლო.

KARIBCHEერთხელ თურმე მამა გაბრიელი თბილისში ერთ მონაზონთან ერთად მიდიოდა. მეტროს რომ მიუახლოვდნენ, რაც ჯიბეში ფული ჰქონდა, ამოიღო და მონაზონს გადასცა. ვაგონში ძალიან ბევრი ხალხი იყო. უცებ მონაზონმა შენიშნა, რომ ვიღაც კაცმა მამა გაბრიელს ჯიბეში ხელი ჩაუყო და ქურდს ჩუმად უთხრა: რას შვრები, არ გეშინიაო?! იმან კი მაშინვე თვალები დაუბრიალა...

მოულოდნელად მამა გაბრიელი ქურდს გადაეხვია, აკოცა და დალოცა. უნდა გენახა, ქურდს რა დაემართა: ამხელა კაცი გახარებული და თვალებგაბრწყინებული გაიძახოდა: "იცით, მამაომ დამლოცა, მამაომ დამლოცაო..."

საბრალოს მატარებლის ვაგონიდან ჩასვლა აღარ უნდოდა. მამა გაბრიელის საქციელმა მის გულში სიკეთე გააღვიძა.

ასეთი იყო გაბრიელ ბერი, უზომოდ მოსიყვარულე და ყველას შემწყნარებელი.


ბეჭდვა
1კ1