ვინ იყო წმინდა ბარბარე
ვინ იყო წმინდა ბარბარე
წმინდა დიდმოწამე ბარბარეს მამა დიდგვაროვანი წარმართი (ურწმუნო) იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისთვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც ბარბარე უცხო ხალხისგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღვთის შესახებ შეიტყო. წმინდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისგან ფარულად მოინათლა. როდესაც მამამ ბარბარეს მონათვლა გაიგო, განრისხდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმინდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს. მან ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. ამ დროს მოხდა სასწაული - წმინდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. მის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. მამამისი და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისთვის - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.


ბეჭდვა
1კ1