აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას
აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას
უფალ იესო ქრისტეს თავისი ქვეყნიური ცხოვრების დროს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები მათი უბიწოების, ალალმართლობისა და გულკეთილობისთვის. ბავშვებიც გარს ეხვეოდნენ მაცხოვარს, როგორც ტკბილსა და მოსიყვარულე მამას. მაცხოვარი ბავშვებს ეალერსებოდა და ლოცავდა.

ერთხელ იესო იჯდა და ხალხს ასწავლიდა. ამ დროს მიუყვანეს ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი. მოწაფეები კი ბრაზობდნენ. იესომ უთხრა მათ: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი და დაადო ხელი და დალოცა.

ბავშვებო, იყავით თქვენც მართლის მთქმელნი, კეთილნი, უბიწონი, ღვთისმოშიშნი და მაცხოვარი იქნება მუდამ თქვენი დამლოცველი და მაკურთხებელი.


ბეჭდვა
1კ1