სიწმინდე
სიწმინდე
წმინდა ელიას ხალენი
ოცდაექვსი საუკუნის წინათ ისრაელის ქვეყანას წარმართი მეფე ნაბუქოდონოსორი დაესხა თავს და ააოხრა. მრავალი ებრაელი დახოცა, მრავალიც დაატყვევა. ბევრმა ადამიანმა გაქცევით უშველა თავს და სხვადასხვა ქვეყანას შეეხიზნა. ებრაელ ლტოლვილთა ერთი ნაწილი ქართლში ჩავიდა და მცხეთის მამასახლისს იქ დასახლების ნება სთხოვა. ქართველებს უარი არ უთქვამთ - ებრაელებს მცხეთის ერთი უბანი გადასცეს საცხოვრებლად. სწორედ ებრაელთა ამ ნაკადმა ჩამოაბრძანა საქართველოში წმინდა წინასწარმეტყველ ელიას წმინდა ხალენი ანუ მოსასხამი, რომელიც დღეს საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხეველშია დაბრძანებული.



ბეჭდვა
1კ1