განდეგილები
განდეგილები
ბეთლემის გამოქვაბული
ჩვენი წინაპრების მაღალი სულიერების დამადასტურებელია მყინვარწვერის კალთაზე მდებარე მეუდაბნოე განდეგილ მამათა სამოღვაწეო ქვაბულები, რომელთა სახელწოდებები - ნაბერალი, ბერების აბანო, ბეთლემი - დღემდეა შემორჩენილი. ბეთლემის შესახებ გადმოცემა წმინდა ილია მართალმა თავის პოემა "განდეგილს" დაუდო საფუძვლად.

გადმოცემით, ბეთლემის გამოქვაბულში მოსეს კარავი და მაცხოვრის აკვანი ინახებოდა. იქ წმინდა ღმერთშემოსილი მამები VI საუკუნიდან აღასრულებდნენ ბერულ ღვაწლს. ბეთლემი მსოფლიოს მართლმადიდებელ ტაძართა შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა, 4100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

1999 წელს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მყინვარზე მთამსვლელთა დახმარებით ავიდნენ სასულიერო პირები მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის წინამძღვრობით. იქ, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, წმინდა სამების მცირე ტაძარი დადგეს და პირველი წირვაც აღავლინეს.

KARIBCHE



ბეჭდვა
1კ1