შარავანდი
შარავანდი
ბავშვებო, ხატებზე, წმინდანების გამოსახულებაზე უთუოდ შენიშნავთ მათი თავის გარშემო შემოხაზულ წრეს. ამ წრეს შარავანდს ანუ ნიმბს უწოდებენ. შარავანდს გამოსახავენ მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდანების თავზე. მაცხოვარს ყველასგან განსხვავებული შარავანდი ადგას - მასში ჯვარია გამოსახული.

შარავანდი ზეციური ნათლის გამოსახულებაა. ღვთაებრივი ნათელი ღვთის რჩეულ ადამიანს განასახიერებს. მაგალითად, წმინდა წინასწარმეტყველი მოსე იძულებული იყო, პირისახე საფარველით დაეფარა, რომ მისგან არეკლილ ზეციურ ნათელს ადამიანები არ დაებრმავებინა.





ბეჭდვა
1კ1