ბეთანია
ბეთანია
თბილისის მახლობლად მდებარეობს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. "ბეთანია" ებრაული სიტყვაა და ქართულად "გლახაკის სახლს" ნიშნავს. ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნეში უნდა აგებულიყო იმ ადგილას, სადაც X-XI საუკუნეებში პატარა აგურის ეკლესია იდგა. ბეთანიას ორბელთა გვარი მეურვეობდა. აქ იყო მათი საგვარეულო საძვალეც. მთავარი ტაძრის გვერდით წმინდა გიორგის სახელობის მცირე ეკლესიაა, რომელიც იოანე ორბელიანის მეუღლეს, რუსუდანს აუგია. გადმოცემით, თამარ მეფე ზაფხულობით ხშირად მიდიოდა ბეთანიაში დასასვენებლად. მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელმონაზონი სპირიდონი (კეთილაძე).

1920 წლიდან მონასტრის წინამძღვარი გახდა მამა იოანე, მოგვიანებით - მამა გიორგი (მხეიძე). მამა გიორგისა და მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ ბეთანია დროებით დაცარიელდა. 1978 წელს კი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მონასტრული ცხოვრება აღდგა.


ბეჭდვა
1კ1