წმინდა მამა
წმინდა მამა
თევდორე მღვდელი
ერთხელ თათრები უეცრად შემოესივნენ ჩვენს სამშობლოს. მანგლისის ახლოს, ერთ პატარა სოფელში, კველთაში მათ მღვდელი თევდორე შეიპყრეს - წინ გაგვიძეხი და მოკლე გზით ლუარსაბ მეფესთან მიგვიყვანეო. სანაცვლოდ დიდ საჩუქარს მიიღებ. თუ ბრძანებას არ შეასრულებ, წამებით ამოგხდით სულსო. მეფე ლუარსაბი სოფელ ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა.

თევდორე შეყოყმანდა - რომელი გზა აერჩია. უეცრად სახე გაუნათდა და თათრებს თანხმობა განუცხადა. მღვდელს იმედი ჰქონდა, რომ თავისი სიკვდილით იხსნიდა ქვეყანას უბედურებისგან. თევდორემ ოსმალთა ლაშქარს გზა აურია და ცხირეთს დააშორა. ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ, შეიპყრეს თავდადებული მღვდელი და თავი მოჰკვეთეს. მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო. ქართველებმა მტრის შემოსევა გაიგეს და ღირსეულად გაუსწორდნენ მომხდურს. ასეთი დიდებული ნაყოფი გამოიღო თევდორე მღვდლის თავდადებამ.

ჩვენმა ეკლესიამ თევდორე მღვდელი წმინდანად შერაცხა.


ბეჭდვა
1კ1