მონასტერი
მონასტერი
დავითგარეჯა
დავითგარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი კახეთში მდებარეობს. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. ამავე პერიოდში მისმა მოწაფეებმა კიდევ ორი მონასტერი დააარსეს: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემელი.

დავითგარეჯის აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმინდა მამის - ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. შემდეგ კი წმინდა მეფის - დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრემ გაამშვენა. სპარსელებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს.

წმინდა დავით გარეჯელის მონასტერი ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოქმედია და მნახველებს კვლავ ელის.


ბეჭდვა
1კ1