სიწმინდეები
სიწმინდეები
მადლის ქვა
ერთხელ წმინდა მამა დავით გარეჯელი იერუსალიმის მოსალოცად გაეშურა, მაგრამ როცა მიუახლოვდა, თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა, მხოლოდ შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა. კარიბჭესთან დადგა და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ბოლოს სამი ქვა აიღო და საქართველოში წამოვიდა. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: იერუსალიმის მოსალოცად ღვთის მონა დავითი მოვიდა და მთელი მადლი მიაქვს. დააწიე მდევარნი და სამი ქვიდან ორი დაიტოვე, ერთი კი გაატანე, თუ არ გინდა, რომ ქალაქი სრულიად განიძარცვოს მადლისგანო. პატრიარქს მაშინვე გაეღვიძა და ანგელოზის ნათქვამი აღასრულა. მამა დავითმა ორი ქვა პატრიარქს დაუტოვა, ერთი კი გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა. ეს ქვა კურნების სასწაულებრივი მადლითაა აღვსილი.




ბეჭდვა
1კ1