როგორ უნდა მივმართოთ მოძღვარს
როგორ უნდა მივმართოთ მოძღვარს
აღდგომისა და ამაღლების შემდეგ იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს - მოციქულებს დაუტოვა ღვთისმსახურების და ცოდვათა მიტევების ძალაუფლება. მოციქულთა საქმის გამგრძელებლები არიან ეპისკოპოსები და მღვდლები. მათ ეს მადლი ხელდასხმით ანუ კურთხევით მიიღეს. ბიბლია გვასწავლის, რომ ქრისტეს მოციქულები თავიანთ მოწაფეებს უწოდებდნენ "შვილს", მოწაფეები კი მოძღვარს - მამას. ეპისკოპოსებს, რომლებიც მიწაზე იესო ქრისტეს მეუფებას გამოხატავენ, ასე მივმართავთ - "მეუფეო", მღვდლებს კი ასე - "მამაო".


ბეჭდვა
1კ1