საბავშვო მოთხრობა
საბავშვო მოთხრობა
ქრისტე აღსდგა!
ერთ ქალაქში ციხიდან გამოპარული პატიმარი - ვიტალი გამოჩნდა. სასტიკი და დაუნდობელი არც მოხუცს იბრალებდა და არც ბავშვს. ამბობენ, ადრე ულმობლად ექცეოდნენ და იმიტომაც გახდა ასეთი უმოწყალოო. თითქოს ყველას სამაგიეროს უხდიდა.

რამდენჯერ დაეჭირათ. ბრძანება იყო გაცემული, სადაც შეხვდებოდნენ, ცოფიანი ძაღლივით ჩაეკლათ. მიუხედავად ამისა, ვერასოდეს ახერხებდნენ მის მოხელთებას - ვიტალი მგელივით იყნოსავდა ხოლმე პოლიციელების მოახლოებას და გაქცევას ასწრებდა.

აღდგომა ღამეს ყველა ტაძარში წავიდა, მსახურებაზე. მხოლოდ ერთ მდიდარ ოჯახში დარჩნენ ავადმყოფი ბიჭი და სახლის დარაჯები. შინ დაბრუნებულ პატრონებს დარაჯები - მძინარე და სახლის კარი ღია დახვდათ.

- ვინმე იყო მოსული? - ჰკითხეს შვილს მშობლებმა.

- ერთი ბიძია იყო, დიდი შავი წვერი ჰქონდა. ჩემი მოხატული კვერცხი გავუწოდე - ქრისტე აღსდგა-მეთქი. დამხედა და მიპასუხა, - ჭეშმარიტად აღსდგაო. შემდეგ რაღაც დამიდო საწოლზე და გაიქცა. მშობლებმა დახედეს. საწოლზე კისტენი იდო. კისტენი ერთგვარი იარაღი იყო ძველად. ყველაფერი ცხადი გახდა - ყაჩაღი ვიტალი ყოფილიყო. სასწრაფოდ განგაში ატეხეს, შეყარეს ხალხი და ქალაქს ალყა შემოარტყეს. ეკლესიის ეზოშიც მივიდნენ და დაინახეს მუხლებზე დაცემული ვიტალი, რომელიც ჯვარს თვალმოუწყვეტლად მისჩერებოდა. დასაჭერად გაიწიეს. მან კი, ხალხი რომ დაინახა, ხმამაღლა დაიძახა:

KARIBCHE- ქრისტე აღსდგა!

ხალხმაც მიუგო:

- ჭეშმარიტად აღსდგა!

- ემთხვევი წმინდა ჯვარს? - შეეკითხა მღვდელი.

- არა ვარ ღირსი, - დახარა თავი გულშემუსვრილმა ვიტალიმ.

მიუხედავად ამისა, სულიერმა მამამ აკურთხა ის და ჯვარი ბაგეებთან მიუტანა. ვის შეუძლია იმის თქმა, თუ რა მოხდა ყაჩაღის გულში? მხოლოდ ეგაა, სიწმინდესთან შეხების შემდეგ შეკრთა და დაეცა.

გაკოჭეს და პოლიციაში მიიყვანეს. წინააღმდეგობა არ გაუწევია და ყველა შეკითხვაზე პასუხობდა, "ქრისტე აღსდგა". ამ დროს, თითქოსდა, რაღაცას უწვდიდა ხელს.

ექიმებმა - ალბათ ვიტალი შეიშალაო, მაგრამ ყოვლადსამღვდელომ მკაცრად თქვა: - ეს ადრე იყო უგონოდ, ადრე იმყოფებოდა ბოროტ სულთა ხელში, ახლა კი მისი სული განათებულიაო.

მალე ქალაქში ეპიდემიამ იფეთქა. ასეულობით ადამიანი იღუპებოდა. ამ დროს ვიტალიმ ღვთისნიერება გამოიჩინა. არ ეშინოდა სენის გადადებისა, ყველას უვლიდა, ყველას ანუგეშებდა და მხოლოდ ერთ რამეს ეუბნებოდა: "ქრისტე აღსდგა!"

დაიწყო ყინვები და ეპიდემიამ უკან დაიხია. გაიხსენეს ექიმებმა თავიანთი დამხმარე, მაგრამ ვერსად ნახეს, სადღაც გამქრალიყო. რამდენიმე წლის შემდეგ ხალხმა ერთ გამოქვაბულს მიაგნო. გამოვიდა იქიდან განდეგილი და უთხრა ის მთავარი, რაც მის სულში მომხდარიყო:

- ქრისტე აღსდგა!


ბავშვებო!
უფლის მოწყალება ყველა ადამიანზე ვლინდება: მას მართალი უყვარს, ხოლო ცოდვილებს სწყალობს. სურს, ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება და ცხონდეს.

როდესაც ბოროტებას ვჩადით და ვცოდავთ, ჩვენი სული - ღვთისგან შექმნილი ხელთუქმნელი ტაძარი - ვიწრო და ბნელ საფლავად იქცევა, უგრძნობლობის ლოდი ეფარება. ამ დროს იგი თითქოს სიკვდილის ძილით იძინებს. დრო გადის, ადამიანს უჭირს მხოლოდ საკუთარი ძალით ამ ლოდის გადაბრუნება. მოწყალე უფალი კი ჩვენი სულის დასახმარებლად გვიგზავნის ანგელოზს, რომელიც უგრძნობლობის მარწუხებისგან გვათავისუფლებს, აღგვიძრავს სინანულის განცდას და გვაუწყებს: "ქრისტე აღსდგა!.." სინანულისა და საკუთარი უღირსების განცდა ჩვენი გულების გაცოცხლების დასაწყისია. ამის მერე გული კვლავ ღვთის ტაძრად იქცევა და უგალობს უფალს, რომელიც აღდგა და მოგვანიჭა ცხონება.

თქვენს პაწია გულებშიც შეგეგრძნოთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით მონიჭებული მადლი და სიხარული!
ბეჭდვა
1კ1