რატომ ანთებენ ხატის წინ კანდელს?
რატომ ანთებენ ხატის წინ კანდელს?
უფლის სახლში შესული მაშინვე თვალს მოჰკრავ ხატებთან მოციმციმე კანდელს და გულში ფიქრობ: ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩაუქრობელი ნათება? კანდელის ნათელი ზეციური ნათლის სიმბოლოა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, მარადიულ სინათლეში იმყოფებიან, მათ ხატებსაც აქ, დედამიწაზე, მუდამ ნივთიერი ნათელი უნდა ეფინებოდეს, მათი წმინდა გამოსახულებებიც უნდა განათდეს. სწორედ ამიტომ ხატების წინ ეკლესიებში ანთებენ კანდელს.
ბეჭდვა
1კ1