ჩვენი ისტორია
ჩვენი ისტორია
რუისის ფერისცვალების ტაძარი
ამ ტაძარში მეფედ აკურთხეს დავით აღმაშენებლის მამა გიორგი II. ტაძარი VIII-IX საუკუნეების ნაგებობადაა მიჩნეული. რუისის მახლობლად ჩაატარა დიდი საეკლესიო კრება დავით აღმაშენებელმა. ოდესღაც დიდებული ტაძარი მტერმა სასტიკად გაანადგურა. ბოლოს ალექსანდრე დიდმა შეძლო რუისის ეკლესიის ხელახლა აგება. მშენებლობისას დანგრეული ქვები გამოიყენეს. კედლებში აქა-იქ ჩასმულია ჩუქურთმიანი ქვების ნამტვრევები. რუისის ტაძარში, უწმინდესის და ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურება აღევლინება. თუ ამ დიდებულ ტაძარს მოილოცავთ, მისგან დიდ მადლს მიიღებთ. ტაძრის დღესასწაული 19 აგვისტოს აღინიშნება. ამ ტაძარს ხშირად ღვთაებისასაც უწოდებენ.
ბეჭდვა
1კ1