იოანე მანგლელის საფლავი სიონის ტაძარშია
იოანე მანგლელის საფლავი სიონის ტაძარშია
წმინდა იოანე მანგლელის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია 28 მარტს აღნიშნავს.

წმინდა იოანე მანგლელი (სააკაძე) დაიბადა 1668 წელს. იგი გარეჯის უდაბნოში აღიზარდა. აქ ისწავლა მონაზვნური ცხოვრება. მალე მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად. წმინდა იოანე დარუბანდში წავიდა, იქ ააგო ხის ეკლესია და დაღესტანში ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. წმინდა მამამ იქ ღვთისმშობლის შობისა და წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო. აქედან ასტრახანში (რუსეთში) გადავიდა, სადაც ააგო წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და არქიმანდრიტად თავისი ქართველი მოწაფე, ბერი გერმანე დანიშნა.

ოთხმოც წელს გადაცილებული იოანე ყიზლარში აღესრულა 1751 წლის 28 მარტს. დაკრძალეს თავის მიერვე აგებულ მონასტერში. თეიმურაზ II-ის ბრძანებით, წმინდა იოანეს მირონმდინარე ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. წმინდა იოანე მანგლელის საფლავი სიონის ტაძარშია, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ.
ბეჭდვა
1კ1