მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა
მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა
მარხვა წინ უძღვის დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებს. ბავშვებო, ალბათ იცით, რომ 10 მარტს დაიწყო და 27 აპრილამდე გასტანს დიდი მარხვა. საერთოდ მარხვა სინანულის ერთ-ერთი სახეა. სინანულისა და განწმენდის გარეშე დღესასწაულის შეგრძნება შეუძლებელია.

კვირაში ორი დღე - ოთხშაბათი და პარასკევი - მარხვაა. ოთხშაბათი დაწესებულია იუდა მოციქულის მიერ ქრისტეს გაცემის სახსოვრად. პარასკევი - ქრისტეს ჯვარცმისა და აღსრულების დღეა.

ეკლესია გვასწავლის, რომ სხეულის მარხვა სულიერ მარხვასთან უნდა იყოს შერწყმული. თავი უნდა შეიკავოთ სხვისი განსჯისგან.

მარხვა ურთიერთწყენის მიტევებით იწყება. რაც მთვარია, მარხვა ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული. უფალი მოგვიწოდებს ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთდანდობისკენ.
ბეჭდვა
1კ1