ასურელი მამები
ასურელი მამები
წმინდა შიომ 15 წელი მღვიმეში გაატარა
ღირსი მამა შიო მღვიმელის ხატი უფრო მეტ მადლს მოჰფენს შენს სულს და სიყვარულით გაგათბობს.

შიო მღვიმელი ერთი იმ დიდ ცამეტ ასურელთაგანია, რომელთაც VI საუკუნეში თავიანთი სულიერი ძალისხმევითა და ღვაწლით მთელ აღმოსავლეთ საქართველოში საბოლოოდ განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება.

შიოს ასკეტური ცხოვრებისადმი მისწრაფება სიყრმიდანვე გასჩენია. მან ოცი წელი დაჰყო მონასტერში. წმინდა იოანე ზედაზნელმა მცხეთის ახლოს, ზედაზნის მთაზე დაივანა. ღირსი შიო კი მცხეთის დასავლეთით, კლდეში გამოკვეთილ მღვიმეში დასახლდა, სადაც სავანე დააარსა და დროთა განმავლობაში ორი ათასამდე ბერს მოუყარა თავი. მონასტერში ყოვლადწმინდა სამების ეკლესიაც ააგო. შემდეგში მღვიმის სავანეში კიდევ ორი ტაძარი ააგეს - პატივად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა და წმინდა იოანე ნათლისმცემელისა. გადმოცემით, შიო მღვიმელი ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა.

წმინდა შიომ სიცოცხლის ბოლო 15 წელი მღვიმეში გაატარა, საიდანაც არასოდეს ამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში იგი მხოლოდ ნატეხ პურსა და წყალს იღებდა. განმარტოებული ლოცვა-ვედრების შემდეგ უფალს მიაბარა სული.

მამა შიო ბოლო ორი წლის განმავლობაში 11 მეტრის სიღრმის ბნელ მღვიმეში ცხოვრობდა, ამიტომ მას შიო მღვიმელი, მონასტერს კი შიომღვიმე უწოდეს. ამ მღვიმის თავზეა დაშენებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.

შიომღვიმის მონასტერზე განსაკუთრებით ზრუნავდა დიდი ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი. მან დიდძალი ქონება შესწირა სავანეს. მანვე ააგო ღვთისმშობლის ეკლესია.
ბეჭდვა
1კ1