ყური უგდე მოძღვრისა და შენი კეთილი დედიკოს და მამიკოს დარიგებებს
ყური უგდე მოძღვრისა და შენი კეთილი დედიკოს და მამიკოს დარიგებებს
ადამიანი იბადება ფიზიკურად და სულიერად, ამიტომაც საზრდო სჭირდება როგორც მის სხეულს, ისე სულს. ცხოვრებაში ხშირად გვიჩნდება დაბრკოლებები, რომელთა გადალახვისას აუცილებელია მშობლისა თუ მოძღვრის რჩევა-დარიგება. თუ გინდა სწორად იარო, იცოდე, რა არის ღვთისთვის სათნო, მოსაწონი და რა - არა, - ყური უგდე მოძღვრისა და შენი კეთილი დედიკოს და მამიკოს დარიგებებს. სიკეთე, სიყვარული, მორჩილება, სინანული, ერთგულება, დათმობა, თანადგომა - ეს თვისებები ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს და დასძლიოს ის, რაც ხელს შეუშლის უფალთან მიახლოებაში. მოხარული ვიქნები, თუ სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაში მცირედით მაინც დაგეხმარები.

ჩვენი სამშობლოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური).

რატომ ეწოდება საქართველოს ეკლესიას სამოციქულო? ვიცით, რომ ქრისტიანობის პირველი გამავრცელებლები მოციქულები იყვნენ; პირველი ეკლესიები და საეპისკოპოსოებიც მათ დაგვიარსეს, მღვდლებიც მათ დაგვიყენეს. მოციქულებმა გვასწავლეს წირვა-ლოცვა და ჩვენი ეკლესია დღემდე იცავს მათ მართლმადიდებელ სწავლებას. ამის გამო ეწოდება საქართველოს ეკლესიას მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია.

ჩვენი პატრიარქი უკვე 30 წელია, ჩვენს ერს სულიერ წინამძღვრობას უწევს. 25 დეკემბერს უწმინდესის აღსაყდრების (პატრიარქად კურთხევის) დღეს აღვნიშნავთ. ჩვენი პატრიარქი თითოეულ ჩვენგანზე ლოცულობს.
ბეჭდვა
1კ1