წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ნათელი ქრისტესი - ესაა ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც განანათლებს ყოველსა სოფელსა და ყოველსა კაცსა სოფლად. ნათელი ქრისტესი ყოველ ადამიანს ანიჭებს მადლს, ოღონდ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მზად არის თუ არა ადამიანი, რომ მიიღოს ეს ნათელი. თითოეული Gვენგანი დამძიმებულია ცოდვით, მაგრამ არიან ისეთნი, რომელთა სული მოცულია ცოდვის წყვდიადით.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

უფლისაა მთელი დედამიწა, იგი ყველგან მყოფია, მაგრამ უფალი განსაკუთრებით ეკლესიაში უახლოვდება ადამიანს. ეკლესიის საიდუმლოებებში ადამიანი თავისუფლდება სულიერი სიბრმავისგან და სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს ჭვრეტს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ნათლისღება ყოველს კაცს გააქრისტიანებს. ვინც ნათელიღო, იგი არის მოწაფე უფლისა იესო ქრისტესი და მოზიარე მისის მადლისა.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

უპირველესი საიდუმლოა ნათლისღება, ხოლო უპირველესი სათნოება - რწმენა.
წმინდა იუსტინე (პაპოვიGი)

ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იმავეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ. 3,5).
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისათვის. მხოლოდ წმინდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილებათა ჟამს საკუთარ, ქრისტეს რწმენაში დაღვრილ სისხლში ინათლებიან და ამგვარად ისინი უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა სასუფეველს.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

ბეჭდვა
1კ1