როგორ ამოვიცნოთ ამპარტავნება საკუთარ თავში
როგორ ამოვიცნოთ ამპარტავნება საკუთარ თავში
შეკითხვაზე, - როგორ ამოვიცნოთ ამპარტავნება საკუთარ თავში, ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი იაკობი წერს: "ამის მისახვედრად და შესაცნობად დაუკვირდი, როგორ გრძნობ თავს, როდესაც გარშემომყოფნი რაიმეს შენი სურვილის შესაბამისად არ აკეთებენ. თუკი არ გიჩნდება სურვილი, მოკრძალებით გამოასწორო სხვის მიერ დაშვებული შეცდომა, უკმაყოფილო ხარ და მრისხანებ, იცოდე, ძალიან ამპარტავანი ხარ. თუკი შენი საქმეების მცირეოდენი წარუმატებლობაც კი მწუხარებას, სიმძიმესა და სევდას იწვევს, ისე რომ, ღვთაებრივი ჩანაფიქრის შესახებ აზრიც კი (რომელიც შენს საქმეებს წარმართავს) არ გამხიარულებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუ სხვისი, თუნდაც მტრების, წარუმატებლობა გამხიარულებს, ხოლო შენი ახლობლების უეცარი წარმატებები გამწუხრებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუ შეურაცხგყოფს მოკრძალებული შენიშვნები შენს ნაკლოვანებათა შესახებ, არარსებული ღირსებების ქება კი გახარებს და აღგაფრთოვანებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ".

რა შეიძლება დავამატოთ საკუთარ თავში ამპარტავნების ამოცნობის ამ ნიშნებს? მხოლოდ ის, რომ თუ ადამიანს შიშის გრძნობა უჩნდება, ესეც ამპარტავნების ნიშანია.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამის შესახებ წერს: "ამპარტავანი სული შიშის მონაა; ის საკუთარ თავს ეყრდნობა და მცირეოდენი ხმაურისა და ჩრდილისაც კი ეშინია. მშიშრები ხშირად იშლებიან ჭკუიდან და სამართლიანადაც; რამეთუ ღმერთი სამართლიანად ტოვებს ამპარტავნებს, რათა სხვებსაც ასწავლოს, რომ არ გაამაყდნენ".

ის აგრეთვე წერს: "უკიდურესი ამპარტავნების სახე ისაა, რომ ადამიანი დიდებისთვის ფარისევლურად წარმოაჩენს ისეთ სათნოებებს, რომლებიც თავად არ გააჩნია".

ბეჭდვა
1კ1