წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
რაგინდ დიდიც არ უნდა იყოს ავხორცობის ძალა, თუკი საკუთარ გულისთქმას, საკუთარ თავს ღვთისმოშიშებით შემოიზღუდავთ, ვნების მძვინვარებას იოლად დაამარცხებთ.
წმინდა იოანე ოქროპირი

ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს - ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.

გახსოვდეთ ორი გულისთქმა და გეშინოდეთ მათი: პირველი, რომელიც გეუბნება, რომ წმინდანი ხარ და მეორე, რომელიც გეუბნება, რომ შენ წარწყმდები. ორივე ეს ფიქრი ბოროტისგანაა, მათში არ არის ჭეშმარიტება. შენ კი ასე იფიქრე: მე უდიდესი ცოდვილი ვარ, მაგრამ ღმერთი გულმოწყალეა, ძალზე უყვარს ადამიანები და მაპატიებს ჩემს ცოდვებს.
წმინდა სილუან ათონელი

ერისკაცი, რომელიც თავის გულისთქმას უჯერებს, ჭკუაზე გადადის. მონაზონი კი ხიბლში ვარდება. ბერმა აბები არ უნდა მიიღოს, აბები მისთვის სინანული და სიმდაბლეა. რაც შეეხება ფსიქოტროპულ საშუალებებს, ისინი ზოგჯერ სასარგებლოა. მათი მიღების შემდეგ მოხიბლული ადამიანი დაღლილობას გრძნობს, რული ერევა, მადა ემატება და უკვე უსხეულო ანგელოზად კი არ აღიქვამს თავს, არამედ ხორციელ ადამიანად.

***
როცა ადამიანი ხიბლში ვარდება, იგი საკუთარ გულისთქმას ჰყვება. ამიტომ მის გონს მოსაყვანად არავითარი სხვა საშუალება არ არსებობს, გარდა ერთისა: მან თავადვე უნდა იგრძნოს ის საშინელი მდგომარეობა, რომელშიცაა ჩავარდნილი, აღიაროს იგი და დაემორჩილოს თავის სულიერ მოძღვარს, არასოდეს დაუჯეროს გულისთქმას და გამუდმებით ევედროს უფალს შეწყალებას.
მამა პაისი ათონელი

ნურასდროს იტყვი - დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალ.
წმიდა ეფრემ ასური

ბეჭდვა
1კ1