წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
სადაც მშვიდობაა, იქვეა სიმშვიდის ღმერთი.

***
გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება და შენს სულში სიმშვიდე დაისადგურებს.

***
ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია პოვოს დამშვიდება და ნეტარება.

***
თუ ადამიანებთან მშვიდობიანი ცხოვრება ვერ ისწავლე, უდაბნოშიც ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს.

***
მხოლოდ გულს შეუძლია დაგვაჯილდოოს ჭეშმარიტი სიმშვიდით, შესაბამისად - ბედნიერებითაც.

***
ვინც არ ცხოვრობს უზენაესის საფარველქვეშ, მისთვის არ მოიძებნება მშვიდობიანი და უსაფრთხო თავშესაფარი.

***
გულმა ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ ვნებებთან წინააღმდეგობით შეიძლება დაიმკვიდროს და არა - მათი მსახურებით.
"სულიერი მდელო"

ჩვენ, ქრისტიანებს, განსაკუთრებით გვეკრძალება ცოდვით დაცემულ ადამიანთა გამოსწორება ძალადობით... ჩვენი ბრძოლა სიმშვიდით, სიყვარულითა და უწყინარობითაა აღსავსე.
წმინდა იოანე ოქროპირი

უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც - ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას - ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი - გამარჯვებულნი.
ილია II

თუ რომელიმე თქვენგანი სიმართლეს მოისურვებს, იცოდეს, რომ სიმართლე არის ძმის სიმძიმის ზიდვა ბოლო ამოსუნთქვამდე და მოძღვრის სრული მორGილება. და მხოლოდ სიყვარულით აღშენდება უძლური.
იოსებ ათონელი (ისიქასტი)

ბეჭდვა
1კ1