წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა.

***
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
შოთა რუსთაველი

ბერი სიმართლისათვის ისე უნდა იყოს ქრისტეს წინაშე, როგორც მოღრიალე ლომი.

ბერი უნდა იყოს მტკიცე, სიმართლის გამო ყველას აწყენინოს, რადგან სიმართლე თვითონ ღმერთია.

***
სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს, ცოდვილმა რომ თავისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო მეტად დაისჯება
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ავადმყოფ თვალებს სინათლე არ უყვარს, ასევე ტყუილს - სიმართლე, სიცრუეს კი ჭეშმარიტება სძულს.

***
შემწყნარებლობას, სიმართლესა და სიყვარულს შეუძლიათ და ვალდებულნი არიან, რომ შეერთდნენ.

***
ფარისევლური ქება მართლისათვის აუტანელი ტვირთია.
(საქ. 16,18)

მართალი ადამიანი არ მედიდურობს, თუ ადამიანები განადიდებენ.

***
ის, ვინც ჭეშმარიტების სიყვარულით საკუთარ უსამართლობას აღიარებს, საეჭვოა, რომ არ აღემატებოდეს იმას, ვინც ყოველთვის მართალია.
წმინდა ტიხონ ზადონელი

არცთუ იშვიათად მართალნი არაწმიდათა ხელში მიეცემიან, არა - უწმიდურთა დიდებისათვის, არამედ მართალთა გამოსაცდელად.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი



ბეჭდვა
1კ1