წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
"ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება, მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირსა და განსაცდელს ცხოვრებაში. შევიგნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არაა მძიმე, არამედ მას ამძიმებს ჩვენი ბოროტი ვნებები. განა არ ხდება ისე, რომ ზღვაში ჩაძირვის, ანდა ავაზაკთა ხელში მოხვედრის შიშით, ხშირად ჩვენს მონაგებს ხალისით ვყრით, რადგანაც ვხვდებით, რომ სიკვდილი მოგველის, თუ ამას არ ვიქმთ და არაფერს ვიშურებთ, ოღონდ ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლოთ დედამიწაზე და ბედნიერადაც ჩავთვლით თავს, თუკი დანაკარგის ფასით ვიხსნით თავს ავაზაკებისაგან, ან მძვინვარე სტიქიისაგან. რატომ არ ვიქცევით ასე საუკუნო ცხოვრებისათვის? რატომ არა გვაქვს ისეთივე ძლიერი შიში ღვთისა, როგორიცა გვაქვს ზღვისა?"
წმიდა ზოსიმე პალესტინელი

- თქვენ გეშინიათ ღვთისა?
- იყო დრო, მეშინოდა, ახლა რატომ უნდა მეშინოდეს, მიყვარს.
ბერი გაბრიელი (ურგებაძე)

"ყველანაირი მშვიდობა როდია საღვთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, არც დროსა და ხელმწიფეთა მოთხოვნას დავემორჩილოთ, მით უმეტეს, არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს. ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გეშინოდეს რამესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას".
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

"ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ ჩვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის".
ბერი იოსებ ოპტელი
ბეჭდვა
1კ1