წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ყველანი ღვთისკენ მიმავალ გზაზე ვართ და კარგად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რათა გზის მითითებები არ დაგვავიწყდეს.

***
ნურაფერს იფიქრებ, ნურც იმოქმედებ საღვთო მიზანდასახულობის გარეშე, რადგან უმიზნოდ მოგზაური ფუჭად დამაშვრალობს.
წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)

ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისთვის ნამდვილად არა ვართ გაჩენილნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სიცოცხლის მოპოვება, უფალთან მიახლებაა, ღმერთში სიცოცხლეა და საუკუნო ნეტარებაა. ამქვეყნიური ცხოვრება კი არის გამოცდა ჩვენი სულისა.

***
ადამიანის ცხოვრება გზასა ჰგავს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნება აუტანლად მძიმე და დამთრგუნველი.

მიწიერი ჩვენი ყოფა სინამდვილეში გამოცდაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს გამოცდა ჩავაბაროთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიცხოვრებთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ეს არ არის ადვილი, მით უმეტეს დღეს, როდესაც ყველანი ვხედავთ, რომ, მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი პრობლემები. სულიერ კრიზისს თან სდევს პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური კრიზისი.
ილია II

მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია, ცხოვრებისათვის მომზადებაა.

***
ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი და გამუდმებული მიახლოება ღმერთთან.
წმინდა ტიხონ ზადონელი

ბეჭდვა
1კ1