წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ჭეშმარიტი მიზანი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა არის სულიწმინდის მოხვეჭა, ხოლო ლოცვა, მღვიძარება, მარხვა, მოწყალება და ყველა სხვა ქრისტესათვის გაწეული მოღვაწეობა მხოლოდ და მხოლოდ საამისო საშუალებებია.
წმინდა სერაფიმე საროველი

ჩვენი სიცოცხლის დრო გარბის, მიედინება და უკან აღარ ბრუნდება, ხოლო ამქვეყნიური ცხოვრება მკისა და ნაყოფის შეკრების ჟამია. და ყოველი აგროვებს საკვებს, რამდენადაც შესაძლებელია წმინდას, და ინახავს სხვა ცხოვრებისათვის.

***
ადამიანი ღმერთი არ არის, მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა (ლევ. 11, 45; მათე 5, 48).

***
...ეს ცხოვრება საომარი ასპარეზია. დასვენება იქ იქნება. აქ განდევნილობაა, იქ - ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო.
იოსებ ათონელი (ისიქასტი)

ნუ მიეჯაჭვება შენი გული სასტუმროს მიწიერი მოგზაურობის ჟამს. არც ერთი კეთილგონიერი ადამიანი სახლს გზაზე არ ააშენებს.

***
ამ დროებით ცხოვრების ყველაზე ჭეშმარიტი მიზანი მარადიული ცხოვრების სწავლაა.
წმინდა ტიხონ ზადონელი

ზეცამ მიიღო თავის ნეტარ წიაღში წმინდა მამები - ამით დაამოწმა, რომ მათი აზრები, გრძნობები და საქმეები ღმერთს სათნოეყო.

წმინდა მამებმა საკუთარი აზრები, გული, მოქმედება თავიანთ ნაწერებში გადმოსცეს. ესე იგი, რა სარწმუნო წინამძღვარნი (თანაც ზეგარდმო დამოწმებული წინამძღვარნი) ყოფილან ზეცისაკენ მიმავალ გზაზე მამათა ნაწერები!
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
ბეჭდვა
1კ1