წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
საკუთარი თავისათვის უდიდეს უბედურებად მიიჩნიე, თუ რაიმე სახით შენს ვნებებს დაიკმაყოფილებ. რამეთუ ერთი მათგანის დაკმაყოფილება სხვა მრავალის აღძვრას ნიშნავს.
წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)

უწმინდურ სარკეში შეუძლებელია გამოსახულების დანახვა; ასევე სულსაც, რომელიც დაკავებულია ცხოვრებისეული საზრუნავით და ხორციელი ვნებებითაა დაბნელებული, არ შეუძლია, მიიღოს სულიწმიდისეული განათლება.
წმინდა ბასილი დიდი


მყუდრო და წრფელი ლოცვის ჟამს ყოველი ვნება და ცოდვა კაცის გულში დადუმებულია, ხოლო თუ კაცი ლოცვას მხურვალებით ხშირად გაიმეორებს, მაშინ მისი ყოველი ცუდი სურვილი და გულისთქმა სრულიად დაიძინებს და დაიმალება.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვნება ძაღლს ჰგავს. ძაღლი მოგვდევს და მიგვერეკება, როდესაც მისგან გავრბივართ, ხოლო როდესაც ვდგავართ და ვაგდებთ, იგი გაგვირბის; ასევე ცოდვაც მისდევს მას, ვინც დაემონება და ემორჩილება, და უთმობს მას, ვინც ეწინააღმდეგება.
წმინდა ტიხონ ზადონელი

მტერმა, როგორც გამომგონებელმა, კარგად იცის ვნებათა და სისუსტეთა უკან დამალვა. ამიტომ, მის დასამარცხებლად, უნდა შეერკინო, მოაკვდინო საკუთარი თავი - ყველა ვნება. როცა ძველი კაცი მოკვდება, მაშინ შეიმუსრება მტრისა და მოწინააღმდეგის ძალა.
იოსებ ათონელი (ისიქასტი)

უფალმა ღმერთმა ყველა სახის საკვებს თავისი სიტკბო მიანიჭა და ვინც მას მადლიერებით ჭამს, ის არ ზიანდება. ვნებიან მიდრეკილებას კი ყოველთვის უნდა ვუფრთხილდეთ, რამეთუ ის სულს აზიანებს.
წმინდა ბარსანოფი დიდი
ბეჭდვა
1კ1