წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს; ვნებათა შეკავება მხოლოდ რწმენით, ღვთისმოსაობით და სიმტკიცითაა შესაძლებელი.

* ვნება ჯერ საქმით პოვებს საძოვარს ადამიანში ნებაყოფლობითი დაშვების შედეგად, შემდეგ კი მძლავრებითად აუზვავდება იგი მასთან თანაზიარს, თუნდაც რომ არ სურდეს ამ უკანასკნელს.
წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)

ვნებათა დამღუპველი შედეგებისაგან ისე არაფერი გვიცავს, როგორც მტკიცე გადაწყვეტილება იმისა, რომ განვიშორებთ ცოდვისაკენ წამქეზებელს, თუნდაც იგი ჩვენი გულისთვის ახლობელი და საყვარელი იყოს.

* თუკი მოსეს აკრძალული ჰქონდა აალებულ მაყვალს მიახლოებოდა, ვიდრე ფეხსაცმელს არ გაიხდიდა, მაშ, როგორ შეგიძლია შენ მიუახლოვდე უფალს, თუ წინასწარ არ განთავისუფლდები გრძნობებზე მიჯაჭვულობისაგან?

* ზღვა ქარისგან ღელავს, გული კი - ვნებებისგან: ზღვის ტალღების დაწყნარება მხოლოდ ღმერთს ძალუძს, გულის ტალღებისა კი - უფლის ყოვლისშემძლე მადლს, თუ თვითონ გული არ გაუწევს წინააღმდეგობას მის მოქმედებას.
წმინდა ბასილი დიდი

ამპარტავნების აზრი მანამდე დაამდაბლე, სიდრე სიამაყე (ვნებაში გადაზრდილი) დაგამდაბლებდეს. გაანადგურე იგი მანამდე, ვიდრე თვითონ გაგანადგურებდეს. დათრგუნე ხორცი მანამდე, ვიდრე ვნება დაგთრგუნავდეს.
წმინდა ეფრემ ასური

დროულად დათრგუნე შენში დაწყებული ყოველგვარი ვნება და ნუ მისცემ გაძლიერების საშუალებას; როდესაც ეკალი პატარაა, მისი ამოგლეჯა ადვილია, ხოლო როდესაც გაიზრდება და ფესვებს ღრმად გაიდგამს, მაშინ ძნელი ხდება მასთან გამკლავება.
წმინდა ტიხონ ზადონელი

ბეჭდვა
1კ1