წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ზეციურ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ, თუ საკუთარი სურვილებისა და აზრების მბრძანებელი არ გახდები.
წმინდა დიმიტრი როსტოველი

ეშმაკს არ მიესვლება სულში, რომელიც არანაირ ვნებას არ ასაზრდოებს. ასეთი სული ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, დაბნელდება. ეშმაკი დაინახავს, მიუახლოვდება და იწყებს მასზე ბატონობას. სულს, უმთავრესად, ორი მოძრაობა აშფოთებს - სიძვა და მრისხანება.
წმინდა თეოფანე დაყუდებული

ვინც დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგება ვნებებს, იგი მალე გაიმარჯვებს მათზე.

* სინანულის ღვაწლი და ვნებებთან ბრძოლა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გრძელდებოდეს.

* როგორი ვნებებისაგან აღარ გამოვიხსნიდით თავს, თუ ზოგჯერ ცდუნებას მტკიცედ ვეტყოდით ერთ "არა"-ს.
წმინდა ისააკ ასური

თუ გულწრფელად შეიყვარებ უფალს და განმტკიცდები ამ სიყვარულში, ვერანაირი ვნება ვერ დაგეუფლება.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

გულისხმაჰყავი, რომ თორმეტია უპატიობის ვნება. თუ ერთ მათგანსაც კი ნებსით შეიყვარებ, დანარჩენი თერთმეტის ადგილსაც ის შეავსებს.
წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)

თუ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, გეენიის ცეცხლი დაუპირისპირე მას და შენი ხორციელი ვნების ცეცხლი მეყსეულად ჩაქრება და გაუჩინარდება.
წმინდა იოანე ოქროპირი

ის კი არ არის საშიში, რომ ვნებები გვებრძვიან და ჩვენც ვებრძვით მათ; უბედურება ისაა, თუ სიზარმაცით ან დაუდევრობით დავემხობით მოწინააღმდეგის წინაშე.
წმინდა ეფრემ ასური

ბეჭდვა
1კ1