წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი. სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ის ხომ ვერც სხვას შეიყვარებს... და ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?! ამიტომ ბრძანა რაფიელ ერისთავმა: "სამშობლო - დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა... როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა..."
ილია II, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

გახსოვდეთ, ღვთის სასუფეველში შემავალი კარიბჭე ჩვენი მიწიერი, ამქვეყნიური სამშობლო და ეკლესიაა, ამიტომ მხურვალედ გიყვარდეთ და სიცოცხლეს ნუ დაიშურებთ მისთვის.
წმინდა იოანე კრონშტადტელი

თითოეულ ერს, თითოეულ ხალხს უკავია დედამიწის პირზე განსაზღვრული სივრცე, განსაზღვრული მანძილი, განსაზღვრული ალაგი ანუ ტერიტორია. რაკი ერი იბადება, ვითარდება, საზრდოობს და მრავლდება ერთ ტერიტორიაზე, ამის გამო იგი თავისთავად იმსჭვალება ამ ტერიტორიისადმი ისეთივე ბუნებრივი, სათუთი და ცხოველი მიზიდულობით, როგორითაც გამსჭვალულია ხოლმე ყოველი მოსიყვარულე შვილი მშობელი დედ-მამისადმი.

შეგნებული ადამიანისათვის სამშობლო და მშობელი ერთიმეორის ფარდი, ერთიმეორის მაგიერი და სწორი ცნებაა. წესიერად განვითარებული, ე.ი. ცალმხრიობას, სიდუხჭირეს და სიმახინჯეს აცილებული ადამიანის გულში იმდენივე ალაგი აქვს დათმობილი სამშობლოს, რამოდენიც მშობლების სიყვარულსა და პატივისცემას, მშობლების კეთილდღეობისათვის ზრუნვასა და მათი ღირსების დაცვას.
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)
ბეჭდვა
1კ1