წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მტერზედაც არ გვაძლევს ნებას უფალი იესო ქრისტე შურისძიებისა და ცილისწამებისას და თუ კეთილისმყოფელისა ვინმემ იკადრა ცილისწამება, დაბეზღება და შესმენა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღვთისასა?
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

არაფერია განსაკუთრებით სამწუხარო იმაში, თუკი ცილი დაგწამეს, რადგანაც აქედან დიდ სარგებელს პოვებ შენი სულისათვის. ის ადამიანიც კი, რომელიც წმინდად ცხოვრობს, მწუხარებების დათმენის გარეშე ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს და უფალი მასზე მწუხარებებს უშვებს. ამიტომაც არაფერია შესაძრწუნებელი იმაში, თუკი მწუხარებებს ითმენ.

* არა ცილი სწამო (ლუკ. 18,20; იხ. გამოსვლ. 20,16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე - ძველსა და ახალ აღთქმაში. ხუმრობა არ არის, მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის ქუდმოხდილი წარდგე ჯვრისა და სახარების პირისპირ და წამოიძახო: "ცოცხალ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ, რომ ეს ჭეშმარიტება სიცრუეა", ანდა: "ეს სიცრუე ჭეშმარიტებაა და, დაე, ჩემი სიმართლისამებრ მომაგოს უფალმა!" გასაკვირი არაა, რომ ღმერთი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა შოლტავს თავის ცრუმოწმეთ.
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ცილისმწამებელი შენვე გიმზადებს დიდ საზღაურს
(მათე 5,11-12).

თავმდაბლობის სრულყოფილება ისაა, რომ სიხარულით აიტანო ცრუ ბრალდებები.
წმინდა ისააკ ასური

კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.
წმინდა ეფრემ ასური
ბეჭდვა
1კ1