წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხი დაღუპეს.

მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებული სახლები დაამხო.

მესამე ენამ ქველი დედაკაცები განდევნა და მოწყვიტა ისინი თავიანთ ნაჯაფარს.

მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებს.

შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს.

მრავალნი დაეცნენ მახვილისაგან, მაგრამ უმრავლესნი - ენით.
თ. 27-29
სიბრძნე ზირაქისა

თუკი ვინმე ცილს დაგწამებს ან უდანაშაულოს რაიმეს გაწყენინებს, - ეს იქნება ერთ ლოყაში სილის გაწნის გამომხატველი. შენ დრტვინვას კი ნუ მოჰყვები, არამედ ეს დარტყმა მოთმინებით მიიღე, მიუპყრობ რა მეორე ლოყას, ე.ი. გაიხსენებ შენს უსჯულოებებს. იქნებ ამჟამად უბრალო ხარ, მაგრამ წარსულში ხომ მრავალი ცოდვა ჩაგიდენია და ამგვარად დარწმუნდები, რომ სასჯელის ღირსი ხარ.
წმინდა ამბროსი ოპტელი

მეცხრე მცნება კრძალავს ცილისწამებას, რომელიც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფაა მოყვასისა, იგი მკვლელობის ტოლფასია. თვით დავით წინასწარმეტყველიც კი ასე ლოცულობს: "მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაისა და დავიცვნე მე მცნებანი შენნი" (ფს. 118.134). თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, ცრემლით შეინანეთ უფლის წინაშე, ითხოვეთ შეწყალება მკვლელთა თანაბრად და დაუყოვნებლივ, ვისაც მისწვდებით, საპირისპირო უთხარით, გააბათილეთ ცილისწამება, რათა ინებოს უფალმა, რომ თქვენი შეცოდებით გამოუსწორებელი ბოროტება არ ჩაიდინოთ.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
ბეჭდვა
1კ1