წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
კარგია, რომ არც ძალიან გეშინოდეს უსამართლო ბრალდებებისა, მაგრამ არც სრულიად უგულებელყოფდე მათ.

***
ნურასდროს მიიღებ შენს გულში ცილისწამებას შენი ძმის მიმართ. არამედ გააჩერე განმკითხველი და უთხარი: "დამეხსენ, ძმაო, თავად ყოველდღე უფრო მძიმედ ვცოდავ, როგორღა უნდა განვიკითხო სხვები?"
წმინდა იოანე ოქროპირი

ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს.
წმინდა ბასილი დიდი

თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ.
წმინდა ანტონი დიდი

უფრთხილდი ცილისმწამებელს, როგორც უფრთხილდები ჭირის წყლულით დაავადებულ ადამიანს, რათა თვითონაც არ დაავადდე და არ დაიღუპო.
წმინდა ტიხონ ზადონელი

თუკი ცილს დაგწამებენ და შემდეგ განცხადდება შენი სიმართლე, ნუ იამაყებ, არამედ მორჩილად ემსახურე უფალს, რომელმაც გამოგიხსნა შენ ცილისწამებისაგან.
წმინდა ეფრემ ასური

ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს, ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმასაც, რომელიც სატანის მსხვერპლი გამხდარა და ღმერთი გვიშველის ჩვენც და ჩვენს ძმასაც.
ბერი პორფირი
ბეჭდვა
1კ1