წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მძიმეა მოყვასის განკითხვის ცოდვა და განსაკუთრებით ამ ცოდვის უმაღლესი სახე - ცილისწამება მოყვასის მიმართ. მაგრამ განა ყველაზე ხშირად ამ ცოდვაში არ ვვარდებით? ქრისტიანული სიყვარულის მოვალეობა მოითხოვს, რომ მოყვასის თვალნათლივი ცოდვა დავფაროთ, განა ჩვენ არ გვემართება, რომ დაუფიქრებელ სიტყვასა და საქციელში ზოგჯერ მჭევრმეტყველებისთვის ვამატებთ იმასაც, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, ანდა, უბრალო სიტყვასა და საქციელში ვეძებთ და ვპოულობთ დანაშაულებრივ მიზეზებს?
წმინდა ნიკონ ოპტელი

მუდმივად ილოცე ყოველი საქმის დროს, რათა ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გააკეთო.

ყველა საქმეში მუდამჟამს ვედრებას აღავლენდე, რადგან არაფერი აღესრულება ღვთის შემწეობის გარეშე.

არ არსებობს სრულყოფილი ლოცვა გონითი ხმობის გარეშე, ხოლო როდესაც განუწყვეტლივ ღაღადებს აზრი, შეისმენს უფალი.

განუწყვეტლივ მლოცველი გონება თრგუნავს გულს, ხოლო შემუსვრილი და დამდაბლებული გული უფლისგან უგულებელყოფილი არ იქნება (ფს. 50.19).
წმინდა მარკოზ მონაზონი
(განშორებული)

როცა ღვთის მადლში ვართ, მაშინ ჩვენი ლოცვა ხდება წმინდა. ვილოცოთ განუწყვეტლივ, საწოლშიც, დასაძინებლად რომ ვემზადებით, ან როცა ვისვენებთ.
ბერი პორფირი

ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა.
იოსებ ათონელი (ისიქასტი)
ბეჭდვა
1კ1