წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ფსალმუნში წერია: "შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო". სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღდგა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დამწუხრდები - ღმერთზე გონიერი როდი ხარ.
ისააკ ასური

ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობელობა გულისა შეგამთხვიოს. სულით მშრალი, თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები.
იღუმენი არსენი

ლოცვა სულის სუნთქვაა.
წმინდა იოანე კრონშტადტელი

ლოცვა დამღლელი შრომა როდია. იგი შინაგანი საქმიანობაა, სულის თბილი განაზება. ეს კია, ლოცვა მარხვასა და მღვიძარებას საჭიროებს. მარხვა ვნებებს აცხრობს, მღვიძარება კი კლავს. ლოცვა ზეცამდე აღაფრთოვანებს ადამიანს, უგზავნის რა ზეციურთა ნიჭთა.
წმინდა ანთიმოზ ქიოსელი

მწუხარებს სული ჩემი ღმერთზე ყოველთვის და ლოცულობს დღე და ღამე, რამეთუ სახელი უფლისა ტკბილია და სასურველი მლოცველი სულისათვის და ათბობს სულს უყვარდეს ღმერთი.
წმინდა სილუან ათონელი

სხვა სახე ისაა, რომ გული ყოველჟამს სიღრმისეულად მდუმარე და ყოველგვარი გულისზრახვისგან მყუდროქმნილი გვქონდეს და ვლოცულობდეთ.
წმინდა ევსუქი ხუცესი
ბეჭდვა
1კ1