თუკი ჩვენ - ბერები, როგორც საჭიროა, ისე არ მოვეკიდებით დღესასწაულებს, მაშინ რაღა უნდა ქნან ერის ადამიანებმა?
თუკი ჩვენ - ბერები, როგორც საჭიროა, ისე არ მოვეკიდებით დღესასწაულებს, მაშინ რაღა უნდა ქნან ერის ადამიანებმა?
წმინდა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს,- რაგვარი სული იყო მონასტრებში წინათ!
მახსოვს, როდესაც ერის ადამიანები პატიოსანი ჯვრის ამაღლებას ახალი სტილით დღესასწაულობდნენ და წმ. მთაზე ყურძენი მოჰქონდათ, სწორედ იმ დროს, როდესაც მათი ბარკასები ათონის ნაპირებს მოუახლოვდებოდნენ ხოლმე, ხშირად ჩვენ მაშინ ძველი სტილით აღვასრულებდით ჯვართამაღლებას.


თუ ეს ასე ხდებოდა, ბერები არ მიდიოდნენ ყურძნის გადმოსატვირთად, ან უკან აბრუნებდნენ ყურძენს, ან დატვირთულ ბარკასებს ნავსადგურში აჩერებდნენ. თუ რომელიმე სადღესასწაულო დღეს ზეთი ან ხე-ტყე მოჰქონდათ, იგივე ხდებოდა. არადა, მონასტრები ხომ ღარიბი იყო. მაგრამ წმიდა მთაზე ფიქრობდნენ: "- რას იტყვიან ერის ადამიანები, როცა ნახავენ, რომ ბერები დღესასწაულებზე მუშაობენ?" ბერები ამჯობინებდნენ, რომ დატვირთული ბარკასი ღამით ქარიშხალს დაემტვრია, ხე ტყეც და ყურძენიც დაღუპულიყო, ვიდრე დღესასწაულებზე გადმოეტვირთათ ისინი, დღესასწაულსაც მოკლებოდნენ და ადამიანთა სულებიც ეცდუნებინათ.


დღეს კი... ერთი დღესასწაულის წინა დღეს რომელიღაცა სავანეში მოვხვდი. ბერები ტვირთავდნენ ყურძენს. შემდეგ ძმები მის დასაწურად შეკრიბეს. საღამოს ღამისთევა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის მეორე დღისთვის გადაიტანეს. არადა, ეს ხომ დიდი დღესასწაული იყო! "- საჭიროების შემთხვევაში კანონი შეიძლება შევავიწროვოთ" - ამბობენ ისინი. მეორე სავანეში ხანძრისაგან დამწვარი შენობის აღსადგენად კვირა დღეებშიც კი მუშაობდნენ. მერე რა - ხელახლა დაიწვება. ამას ხომ ერის ადამიანები ხედავენ და ამბობენ: "დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია ამ დღესასწაულებს!" .


ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ დღესასწაულებზე არ ვიმუშაოთ. განსაკუთრებით ეს ჩვენ - ბერებს შეგვეხება, რადგან თუ დღესასწაულებზე ვმუშაობთ, ჩვენც ვცოდავთ და ერის ადამიანებსაც საცდურში ვაგდებთ. ამით კი ჩვენი ცოდვა ორმაგდება. ერის ადამიანები საბაბს ეძებენ, რომ საკუთარი ცოდვები გაამართლონ. თვითონ თავს უფლებას აძლევენ, დღესასწაული არ გაითვალისწინონ, მაგრამ აი, დაინახავენ, რომ ბერი ან მონაზონი რაღაც დიდი გასაჭირის გამო ამ დღეებში მუშაობს, თანაც ეშმაკიც ეუბნება მას: "- თუკი მონაზვნები მუშაობენ, რატომ არ შეიძლება, ჩვენც სამუშაოდ წავიდეთ?" ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს, რომ ხალხს საცდურად არ ვექცეთ.


ბეჭდვა
1კ1