რწმენა მოუძლურებულია, ბოროტება ბევრია, ცოდვამ იმრავლა, წყვდიადი დიდია, სულიერი ცხოვრების ხელმძღვანელნი ცოტანი არიან
რწმენა მოუძლურებულია, ბოროტება ბევრია, ცოდვამ იმრავლა, წყვდიადი დიდია, სულიერი ცხოვრების ხელმძღვანელნი ცოტანი არიან
წმიდა მამათა გამონათქვამები

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი:
"ისინი, ვინც სულიერად გადარჩებიან ბოლო ჟამს
(აღსარება-ზიარება, ქრისტესმიერი ცხოვრება და პიროვნული ურთიერთობა ქრისტესთან), მზეზე მეტად გაბრწყინდებიან! მეტად ვიდრე პირველი მოწამენი. რადგან განსაცდელები დიდია, სარწმუნოება კი უძლური, ბოროტება გამრავლდა, ამიტომ მხნედ მებრძოლნი, გახდებიან ღვთისგან რჩეულნი. ძველად სარწმუნოება, ასე ვთქვათ, განმტკიცებული იყო სასწაულებით, წმინდა ადამიანებით, მოციქულებით. აღესრულებოდა სასწაულები... ბოროტება ცოტა იყო, განსაცდელები არ იყო ასეთი აქტიური და ცხადი.
ახლა რწმენა მოუძლურებულია, ბოროტება ბევრია, ცოდვამ იმრავლა, წყვდიადი დიდია, სულიერი ცხოვრების ხელმძღვანელნი ცოტანი არიან, სულიერი ადამიანი იშვიათია. ჩვენ ვიმყოფებით საცოდავ სულიერ მდგომარეობაში, მაგრამ, ის ვინც გამოიჩენს კეთილ მოწამეობას ქრისტესთვის, იქნება დიდი, ზეგარდამო შეწევნით გახდება უპირველესი მოწამე, მიიღებს პირველი წმინდანების დიდებასა და პატივს."
გამუდმებით იმეორე ლოცვა ''უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე''


წმიდა ბერი იოსებ ისიხასტი:

ჩემო შვილო, თუ ყურადღებით მოისმენ იმას, რასაც გწერ და აიძულებ თავს, დიდ სარგებელს მიიღებ. ყველაფერი იმიტომ გემართება, რომ თავს აი აიძულებ ილოცო. ასე რომ, აიძულე თავი, განუწყვეტლივ იმეორე იესუს ლოცვა, ამგვარად მიეჩვევი და მერე გონებაც მიიღებს მას. გამუდმებით ადევნე თვალყური შენს გულისსიტყვებს, რომ არ მოეშვა და არ შეიბილწო მათგან.
იესუს ლოცვაში მუდმივი თავის იძულება გჭირდება და ნახავ როგორ მადლს მიიღებ. გიყვარდეს ქრისტე, განუწყვეტლივ მოუხმე მის სახელს, იმეორე ლოცვა და ის განგანათლებს ქრისტეს გზაზე. გაფრთხილდი, არ განიკითხო, რადგან ამის გამო ღვთის დაშვებით მადლი გშორდება და უფალიც გტოვებს, რომ დაეცე, დამდაბლდე და საკუთარი შეცდომები დაინახო.
როცა მადლი მოდის, ადამიანი სულიერი ხდება. ყველაფერში სიკეთესა და მშვენიერებას ხედავს. მაშინ მას ყველა უყვარს, ლმობიერია, ცრემლიც აქვს და გამთბარი სულიც. მაგრამ როცა ჩვენს გამოსაცდელად მადლი გვშორდება, მაშინ ყველაფერი მიწიერი ხდება და სული ეცემა. ოღონდ ამ დროს ნუ დაკარგავ მონდომებას, არამედ აიძულე თავი და გამუდმებით იმეორე ლოცვა ძალდატანებით და დიდი ტკივილით: ''უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე''.


ბეჭდვა
1კ1