ავადმყოფობა და მკურნალობა - არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის რჩევა სულიერი შვილისადმი
ავადმყოფობა და მკურნალობა - არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის რჩევა სულიერი შვილისადმი
არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის რჩევა სულიერი შვილისადმი:

"მივიღე თქვენი წერილი. თხოვნას, ვილოცო თქვენთვის, მე შევასრულებ. თქვენ კი აუცილებლად უნდა თქვათ აღსარება მთელი თქვენი განვლილი ცხოვრების შესახებ, დაესწროთ ღვთისმსახურებას და ეზიაროთ არანაკლებ თვეში ერთხელ, სასურველი იქნებოდა ორჯერაც. ეკლესიური ზეთი უნდა სვათ დილაობით, სიწმიდეების (სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი) მიღების შემდეგ და იცხოთ იგი ყოველდღიურად, ისე, როგორც ეს აღესრულება ღვთისმსახურებისას. თქვენ გაკლდათ ცოცხალი განცდა ამქვეყნად ღვთის არსებობისა და ლოცვა მისდამი. და აი, უფალმა მოგიხმოთ თავისთან ავადმყოფობის სახით. ყურად იღეთ მისი ხმა! ხომ არ გაქვთ სერიოზული ვალი ღვთის წინაშე-ხართ ჯვარდაწერილი მეუღლესთან? ხომ არ ჩაგიდენიათ სასიკვდილო ცოდვა (ჩვილთა მოწყვეტა და ა.შ)? სასოს ნუ წარიკვეთთ! მთელი არსებით-სულით, გულითა და გონებით მიენდეთ უფალს და იხილავთ თქვენზე აღსრულებულ ღვთის მოწყალების დიად სასწაულს.
შეგეწიოთ წმიდა პანტელეიმონ მკურნალი".

ბეჭდვა
1კ1