წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
სულიერი აღტაცება - ეს სრულყოფილთა ხვედრია. ჩვენ გვეძლევა ეს ღვთისაგან მხოლოდ მაშინ, როცა გვჭირდება. სხვანაირად ის ჩვენთვის იქნება როგორც დანა ან ცეცხლი ყრმის ხელში.
ღირსი გაბრიელ ზირიანოვი

ყოველივე ღვთისგან მონიჭებული ბოროტებად გვექცევა, თუ მისგან არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ.
მამა ანდრონიკე ლუკაში

ადამიანები, იმის მაგივრად, რომ ღმერთს შეუერთდნენ, გაამაყდებიან, მოიხიბლებიან, სხვებს განიკითხავენ, თავის თავს წმინდანებს უტოლებენ. ზოგს სულაც წმინდანი ჰგონია თავი. ღმერთი მათზე სასჯელად და გონზე მოსაყვანად უშვებს, რომ მათ რაიმე სასირცხვო ცოდვა ჩაიდინონ, რომლის სიმძიმის გამო ხშირად გონზე მოდიან, შეინანებენ და გამოსწორდებიან. მაგრამ ხშირად ესეც არ შველით და სამუდამოდ იღუპებიან.
სქემარქიმანდრიტი ზოსიმე (ზაქარია) მინაევი

გეშინოდეთ განსაცდელისა, რომელიც წმინდად ცხოვრების ზომაზე გადასული სურვილით არის გამოწვეული. თქვენ შეიძლება მოგინდეთ, რომ ყველას აჯობოთ ასკეტიზმში, ძალზე მკაცრად იმარხულოთ, იცხოვროთ მჭვრეტელი ცხოვრებით, აბსოლუტური განმარტოებით. გეშინოდეთ ამ განსაცდელებისა, რომლებიც ეფარებიან მართალ ფიქრებს. არ მოხვდეთ მის ხაფანგში, ის თქვენ დაგღუპავთ.
მამა საბა ათონელი

ცოდვილს ადვილად შეუძლია შეინანოს, მაგრამ სინანული უძნელდება მას, ვინც ეშმაკმა აცდუნა. ასეა, სანამ მაცდუნებელი ეშმაკი მხილებული, გამოაშკარავებული არ იქნება. როცა მისი მზაკვრობა გამჟღავნდება, ბოროტს დამალვა აღარ შეუძლია.
ღირსი დანიელ კატუნაკელი
ბეჭდვა
1კ1