წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
კაცი, რომელიც იქადის თავის სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება. შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისი უგუნურებისა.
წმინდა გაბრიელ ქიქოძე

ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველ მხრივ შენს უშვერებას სადღაც წარიპარავს, ხსოვნადაც არა გაუფლებს და ამ დროს შენს სურათს ისეთი მშვენიერებით დახატავს, რომ შენ თავ-მოწონებას ფრთებს შეასხამს.

ამად ეს ვითარცა ყოველ მხრივ დაბრკოლებისა და წარუმატებლობისა გამო მე ესრედ დავდევ გულსა შინა ჩემსა: ჩემის გამოსლვის პირველ დღითგან ვიდრე აღსასრულამდე მხედველობა ჩემი ამ ფარგალში დავაყუდო, რომ მე მარადის ცთომილ ვიყავ და სიკვდილამდეც ცთომილი ვიქნები და მხოლიდ ღვთის სახიერების უფსკრულს მივეყრდენ.
წმინდა ალექსი შუშანია

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.

ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ - შეიძლება, ერთიც გატყუებდეს და მეორეც.
არქიმანდრიტი გაბრიელი
(ურგებაძე)

თუ ნახე კაცი, რომელიც არავისთან არ თათბირობს ან არ ასრულებს რჩევებს, მაშინ ელოდე, რომ ის მცირე ხანში ხიბლში ჩავარდება.
ღირსი იოსებ ათონელი, +1959

ჯოჯოხეთი გადატენილია ამპარტავანი ქალწულებით, ღმერთს მდაბალი ადამიანი სჭირდება.
ღირსი ტიხონ ათონელი, +1968

ვინც თავის ხილვებზე დამშვიდებულად საუბრობს და ასკვნის, რომ ისინი ღვთისგანაა, უეჭველად ცდება.
ღირსი ათანასე გრიგორიატელი, +1951
ბეჭდვა
1კ1