წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
სიკვდილი ბოროტი თანამგზავრივით თან გვდევს, საწუთრო კი ცრუა, და ცხოვრება სავსეა ეშმაკის მახეებით, რომლებსაც ორმაგი სიკვდილი მოაქვთ ჩვენთვის. წუთისოფლის ნეტარება კი აჩრდილივით ქრება. ყველაფერი სიზმარია და ბუშტივით სკდება. ყველაფერი ამაოა.

* * *
მზის ყოველი სხივი, რომელიც იშვიათად გამოანათებს ღრუბლებიდან და სწრაფადვე ამოეფარება მათ, სიხარულის მსწრაფლწარმავლობას, მიწიერი ბედნიერების უხანობას მოგვაგონებს.
იოსებ ათონელი (ისიხასტი)

როდესაც ხედავ სიმდიდრეს, ანდა დიდებას, ან საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.

* * *
მალე იღუპებიან მწერები, როცა ღამის ნათურის ბრწყინვალებით იხიბლებიან: ჩვენც მალე ვიღუპებით, როცა ამაო სიკეთეებით ვიხიბლებით!
წმინდა ნილოს სინელი

როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ; ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები. ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულე ადამიანები კი ჭიანჭველებად. ასევე შენც ყველაფერი მიწიერი არარაობად მოგეჩვენება, თუ ღვთის სიყვარულში ამაღლდები.

* * *
ლითონის ჩხრიალი ვერცხლისმოყვარის სმენას იმდენად იპყრობს, რომ ამის გამო მისი ყური უფლის სიტყვას ვეღარ ისმენს.
წმინდა იოანე ოქროპირი

ყველა ცოდვა ადამიანთან ერთად ბერდება, მხოლოდ მომხვეჭელობა დღითიდღე ახალგაზრდავდება.
წმინდა ამბროსი მედიოლანელი
ბეჭდვა
1კ1