წმინდა მამათა გამონათქვამები
 წმინდა მამათა გამონათქვამები
ვაღიარებ ჯვარს, რამეთუ ვუწყი მკვდრეთით აღდგომა.

* * *
განა ღმერთს, რომელმაც არარსებობიდან შეგვქმნა, არ შეუძლია , აღგვადგინოს მაშინ, როდესაც უკვე ვარსებობდით და მოვკვდით?
წმინდა კირილე იერუსალიმელი

უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.

* * *
რა არის ჩვენი საფლავები? კალო უფლისა, რომელზეც მარცვალივით ითესება სხეული და მათგან, ჩვენთვის შეუცნობელი გზებით, ოდესმე აღმოცენდება ახალი, უკვდავი სხეული, ისევე, როგორც მცირე ზომის გახრწნილი მარცვალი სასწაულებრივად აღმოაცენებს ხოლმე ულამაზეს თავთავს.

* * *
ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდება დიდებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში; ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი. დაწერილია: პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკანასკნელი ადამი კი ცხოველმყოფელ სულად.
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე
პავლე მოციქულისა

ჩვენი სიყვარული - ქრისტეს ვნებებს, ჩვენი რწმენა - მის აღდგომას, სასოება მის ამაღლებას ეფუძნება.

* * *
ღვთისთვის გაცილებით ადვილია იმის აღდგენა, რაც უკვე იყო, ვიდრე შექმნა იმისა, რაც არასოდეს ყოფილა.
წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი

ჩვენ გვწამს, რომ სხეული აღდგება, არა ისე, როგორც ახლა არსებობს, არამედ სუფთა, რომელიც არ დაზიანდება. ყოველ სხეულს თავისი სული დაუბრუნდება.
წმინდა მოწამე იპოლიტე
ბეჭდვა
1კ1