წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ვინც მრისხანების ჟამს ენას არ დაიოკებს, ის ვერც ვნებებს დაიმორჩილებს.
ამბა აღათონი


რისგან იშვება გულფიცხობა?

გულფიცხობა იშვება ხანგრძლივი უდებებისაგან.
წმინდა იოანე სინელი

მრისხანება ფირნიშია, რომელიც ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ თვითონ წარმოაჩენს საკუთარ თავს.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ცეცხლის საზრდო შეშაა, მრისხანებისა კი ცუდმედიდობა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
წმინდა ეფრემ ასური

იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობს, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანებითა და ლანძღვით.
წმინდა ანტონი დიდი

მრისხანება ყველასთვის სახიფათო მრჩეველია; მრისხანებაში მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არაა გონივრული.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის.
წმინდა ტიხონ ზადონელი

მრისხანების ჟამს საკუთარი თავის ჯალათი ხდებით, საკუთარ თავს ტანჯავთ. განრისხებულ ადამიანზე საბრალო არაფერია.

* მშობლებო! "ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა" (ეფეს. 6,4), არამედ გიყვარდეთ: სიყვარულის ხმას გული ყოველთვის ეხმიანება.

* მრისხანების ვნების დასამარცხებლად ხშირად უნდა ვიფიქროთ იმ დამღუპველ შედეგებზე, რაც ამ ვნებას ჩვენთვის მოაქვს.
წმინდა იოანე ოქროპირი
ბეჭდვა
1კ1