წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მრისხანებ შენს მოყვასზე და თვითონაც ღვთის წინაშე მრისხანებაში ხარ.
* * *
მხეცისთვის არაბუნებრივია ლმობიერება, ადამიანისთვის კი - სისასტიკე.
* * *
სადაც გაბოროტება და მრისხანებაა, იქ თავმდაბლობის სული არ დაივანებს.
* * *
ხშირად ეშმაკობა მრისხანებას აღძრავს ერთადერთი მიზნით, რათა საიდუმლო ათქმევინოს, ანდა დაქანცული ხელში ჩაიგდოს.
* * *
მრისხანება და შურისძიება სუსტი სულის ვნებაა; ამიტომ ქალები მამაკაცებზე უფრო მრისხანენი და შურისმაძიებელნი არიან.
* * *
ლომებსაც ათვინიერებენ და იმორჩილებენ, ადამიანი კი ზოგჯერ თავის მრისხანებას ნებას აძლევს, ლომზე მეტად დაუმორჩილებელი იყოს.
წმინდა იოანე ოქროპირი

უმჯობესია ღიმილით დაჯაბნო გაღიზიანება, ვიდრე დაუცხრომლად მძვინვარებდე.
წმინდა ეფრემ ასური

მრისხანე ადამიანი, მკვდარიც რომ აღადგინოს, ღვთისთვის სათნო არ იქნება.
ამბა აგაფონი

ვინც ფულის, დიდების თუ სიამეთმოყვარეობის გამო ურისხდება მოყვასს, არ შეუცვნია მას, რომ ღმერთი სიმართლით განაგებს საქმეებს.
წმინდა მარკოზ განშორებული

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმინდა სერაფიმე საროველი

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ბეჭდვა
1კ1